განცხადება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური  თეატრი“–ს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის თაობაზე

გაცნობებთ, რომ 2017 წლის  7 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური  თეატრი“–ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატურების შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს  სხდომა, რომელმაც  განიხილა  კონკურსანტების  წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კანდიდატმა, რომელთა შორის საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“–ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე შერჩეულ იქნა სოსო ნემსაძე.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური  თეატრი“–ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატურების შესარჩევმა სარეკომენდაციო საბჭომ 2017 წლის 8 აგვისტოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინა რეკომენდაცია სოსო ნემსაძის კანდიდატურის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური  თეატრი“–ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური  თეატრი“–ს სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.

 

2017-08-11

ნავიგაცია