Image

რუსთავში გარე განათების სისტემის მოწესრიგება გრძელდება. 

რეაბილიტაციის პროცესი ამ ეტაპისთვის, მშენებელთა ქუჩასა და გიორგი ჭყნდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიებზე ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, მონტაჟდება 12 ბოძი და  50-მდე ახალი,  ენერგოეფექტური LED სანათი.  სამუშაოები,  რომლებსაც მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე ასრულბს, მომდევნო კვირისთვის დასრულდება. 


2017-08-31

ნავიგაცია