Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხა კომისიის თავმჯდომარე ელზა ლეკვეიშვილი და თვითმმართველობის სხვა წევრები, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგებლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო შატბერაშვილმა  მოაწერეს. 

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ, რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში პროექტს - “ეფექტური მინდობით აღზრდის მომსახურების განვითარება” ახორციელებს. პროექტი მინდობით აღმზრდელთა მოძიებასა და არსებული მიმღები მშობლების, ასევე ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებას ითვალისწინებს. 

 

2017-09-05

ნავიგაცია