მედია ანონსი

გლობალური მიზნების ფესტივალი საქართველოში

2017 წლის 24 სექტემბერს ქალაქ რუსთავის პარკში გაიმართება გლობალური მიზნების ფესტივალი „მომავალი = შენ“. ფესტივალის მიზანია საქართველოს საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში. ინიციატივის ორგანიზატორია გაერო საქართველოში ქალაქ რუსთავის მერიასთან თანამშრომლობით.

ფესტივალის პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა აქტიობითა და ღონისძიებით, ხოლო დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისათვის.

ფესტივალი გაიხსნება გაეროს სააგენტოების მიერ ინიცირებული ღონისძიებებით, მათ შორის, რუსთავის პარკში მდებარე საზაფხულო თეატრის მოხატვით გლობალური მიზნების თემაზე.

ფესტივალის პროგრამაში ასევე წარმოდგენილია თვალსაჩინო და ინტერაქტიული ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოებრივ ყურადღებას მიაპყრობს მდგრადი განვითარების ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა და გენდერული თანასწორობა.

ფესტივალი დაიხურება ოფიციალური ღონისძიებით, რომლის მსვლელობაშიშედგებაგაეროს კეთილი ნების ელჩების წარდგენა მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში,ხოლო დასასრულსგაიმართება კონცერტი.

გლობალური მიზნების ფესტივალი„მომავალი = შენ“ ემთხვევა გლობალური მიზნების მსოფლიო კვირეულს: Future in Focus, რომელიც ტარდება გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად  და მიზნად ისახავს მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების გაერთიანებას გლობალური მიზნების იდეის გარშემო. გლობალური მიზნების ფესტივალი რუსთავში ამ საერთაშორისო კვირეულის საკვანძო ღონისძიებაა  საქართველოში.

ფესტივალის პროგრამა თანდართულია.

ჟურნალისტებს ვიწვევთ დასაწრებად:

2017 წლის 24 სექტემბერს, 15:00 – 21:00 საათზე, ქალაქ რუსთავის პარკში

 

გლობალური მიზნების ფესტივალი „მომავალი = შენ“

2017 წლის 24 სექტემბერი, 15:00 – 21:00, რუსთავის პარკი

 

ფესტივალის პროგრამა:

 

დრო

 ღონისძიება

ჩატარების ადგილი

12:00 – 19:00

სტრიტ არტი და გრაფიტი გლობალური მიზნების თემაზე:

·         საზაფხულო თეატრის მოხატვა ცნობილისტრიტ არტისტების მიერ

საზაფხულო თეატრი

 

15:00 – 18:00

სტრიტ არტიდა გრაფიტი გლობალური მიზნების თემაზე:

·         კონკურსები და მასტერ კლასები ყველა მსურველისათვის

ლურჯი პავილიონი

15:00 – 19:00

#დაინახეყველაფერი

·         ანტისტიგმა კამპანია შშმ ბავშვების უფლებების დასაცავად

მოედანი საზაფხულო თეატრთან

15:00 – 19:00

მიგრანტების უფლებები

·         თეატრალური წარმოდგენა და ვიდეო ინსტალაცია

ღია პავილიონი

15:00 – 18:00

თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია

·         საინფორმაციო მასალებიბავშვებისა და მათი მშობლებისათვის თამბაქოს მოხმარების მავნებლობის შესახებ

სქეით რინგი

საბავშვო მოედანი

15:00 – 18:00

იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები

·         იძულებით გადაადგილებული ბავშვების ნახატების გამოფენა

სკვერი პარკის შესასვლელში

15:00 – 18:00

ადგილობრივი სათემო ინიციატივები:

·         სოციალური კაფეს წარდგენა

საბავშვო მოედნის მიმდებარე ტერიტორია

16:00 – 18:00

კონკურსი სქეითბორდინგში

სქეით რინგი

16:00 – 19:00

საერთაშორისო პროგრამის “Social Impact Award” საინფორმაციო სტენდი

სქეით რინგი

16:00 – 19:00

მწვანე კუთხე

·         კონსულტაციები მებაღეობაში ზურა შევარდნაძესთან ერთად

მოედანი საზაფხულო თეატრთან

17:00 – 18:00

გენდერული თანასწორობის კამპანია „კაცები ზრუნავენ“

·         წიგნის კითხვა ბავშვებისათვის ბახვა ბრეგვაძესთან ერთად

საბავშვო მოედანი

18:00 – 19:00

ცეკვის შეჯიბრი

სქეით რინგი

19:00 – 21:00

ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება

·         გაეროს კეთილი ნების ელჩების წარდგენა

·         კონცერტი - იოანე არაბული, ნიაზ დიასამიძე და 33ა

საზაფხულო თეატრი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

სოფო ჭიჭინაძე

UNDP საქართველო

+995 599 196907 sophie.tchitchinadze@undp.org,

 

მაგდა ნოვაკოვსკა

UNDP საქართველო

+995 598 822544magdalena.nowakowska@undp.org

 

ირინა სულავა

UNDP საქართველო

+995 599 579105, irine.sulava@undp.org

 

ქეთევან გიოშვილი

გაერო საქართველოში

+995 599 532268, ghioshvili@un.org

 

 სოციალური მედია:

 

Facebook

#SDGGeorgia

#GlobalGoalsGeorgia

#მომავალიშენ

#FutureInFocus

 

 

 

2017-09-21

ნავიგაცია