მედია ანონსი

სტრიტ არტი რუსთავში

ქართველი სტრიტ არტისტები შექმნიან კრეატიულ კომპოზიციებს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs)შესახებ

2017 წლის 24 სექტემბერს ქალაქ რუსთავის პარკში გაიმართება სტრიტ არტის დღე, რომელიც მთლიანად მიეძღვნება გლობალური მიზნების მთავარ თემებს - სიღარიბის შემცირებას, გარემოს დაცვას, განათლებას, ჯანდაცვას, ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)და ქალაქ რუსთავის მერია. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან შვედეთის მთავრობა, გაეროს მოხალისეები (UNV) და საერთაშორისო ორგანიზაციები Edgeriders და Futuremakers.

სტრის არტის დღეში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი არტისტები, მათ შორის LAMB,  WPC, Dr. Love, Jokonda,  მუსია ქებურია, TAmOonz, Slow Pulse, Gamez, Chilone და სხვები.

არტისტები შექმნიან კრეატულ კომპოზიციებს რუსთავის პარკის ზაფხულის თეატრის კედლებზე და ასევე ჩაატარებენ მასტერ-კლასებს სტრიტ არტსა და გრაფიტიში ყველა მსურველისათვის.

სტრიტ არტის დღე გაიმართება გლობალური მიზნების ფესტივალის „მომავალი = შენ“ ფარგლებში, რომელიც ტარდება გაეროს ინიციატივით მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით. საქართველოს ფესტივალი ეხმიანება გლობალური მიზნების საერთაშორისო კვირეულს, რომელიც გაიმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად.  

ჟურნალისტებს ვიწვევთ დასასწრებად:

კვირას, 24 სექტემბერს, 12:00 - 19:00 საათზე, ქალაქ რუსთავის პარკში

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org,

 

მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org

 

ირინა სულავა, UNDP საქართველო, +995 599 579105, irine.sulava@undp.org

 

მერი მახარაშვილი, IDFI, +995 599 50 01 37, m.makharashvili@idfi.ge

 

გლობალური მიზნების ფესტივალი სოციალურ მედიაში:

 

https://www.facebook.com/UNDPGeorgia

 

#SDGGeorgia #GlobalGoalsGeorgia #FutureInFocus  #მომავალიშენ#SGS2017

 

2017-09-21

ნავიგაცია