Image

რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში, მწერლისა და დამსახურებელი ჟურნალისტის, გივი ჯახუას 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელსაც რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, საკრებულოს წევრები, გივი ჯახუას მეგობრები, კოლეგები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მწერლის შემოქმედება გაიხსენეს. მას ნაყოფიერი საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოღვაწეობისთვის, ქალაქის მერის სახელით, სპეციალური სიგელი და სიმბოლური საჩუქარიც გადაეცა.

გივი ჯახუა არაერთი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილისა და პროზაული კრებულების ავტორია. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ "მეტალურგის" რედაქტორად, ქვემო ქართლში საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის კორესპონდენტად. გივი ჯახუა დაჯილდოებულია დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიით და რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდებით. მწერალი და ჟურნალისტი დღემდე   გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტია ქვემო ქართლში, ხელმძღვანელობს ქვემო ქართლის მწერალთა ასოციაცია "რუსთაველს" და განაგრძობს აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

2017-09-29

ნავიგაცია