Image

რუსთავს კიდევ ერთი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექნება. მე-10 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

პროექტის ფარგლებში,  მოხდა არსებული, ავარიული შენობის დემონტაჟი  და მის ადგილზე,  ახალი, ორსართულიანი ბაღი შენდება. 
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან და რუსთავის მერთან დავით ჯიქიასთან ერთდ გაეცნო. 
საბავშვო ბაღი, რომელიც 6 ჯგუფზე და 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, აღიჭურვება გათბობით, ვენტილაციით, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით. ნოემბრიდან ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში მიიღებენ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე ფინანსდება. 

2017-09-30

ნავიგაცია