Image

რუსთავში, კოსტავას გამზირსა და თოდრიას ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე, ელექტრონული ტაბლოები მონტაჟდება. ახლად რეაბილიტირებულ ქუჩებზე ავტობუსების მოძრაობის განრიგის აღმნიშვნელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სულ 8 საინფორმაციო მაჩვენებლი განთავსდება.

ელექტრონული ტაბლოები მოსახლეობას საშუალებას მისცემს, განსაზღვროს სასურველი მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის მოსვლის დრო, ინტერვალი, ასევე გაიგოს ზუსტი დრო და ჰაერის ტემპერატურა. პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის მასშტაბით არსებულ გაჩერებებზე დამონტაჟებულ 25 ძველ ტაბლოსაც.

როგორც  შპს “რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ დირექტორმა ფრიდონ დვალაძემ განაცხადა, სამუშაო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია "I GPS ოპერატორი" ახორციელებს, დაახლოებით ათ დღეში დასრულდება.

 

2017-10-06

ნავიგაცია