Image

რუსთავში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული, ახლად რეაბილიტირებული #41 საბავშვო ბაღი  სხვადასხვა სახის ინვენტარით აღიჭურვა. ბაღის ოთხი ახალი სააღმზრდელო ჯგუფისთვის, ა(ა)იპ „რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწოლები, სანიტარულ-ჰიგიენური მასალების შესანახი კარადები,  რბილი ინვენტარი(საბანი, ლეიბი და ბალიში), ასევე ახალი ჭურჭელი შეიძინა.

ა(ა)იპ „რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ #41–ე ფილიალში შეტანილი ახალი ინვენტარი დღეს გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა ადგილზე დაათვალიერა. როგორც მან განაცხადა,  ჭურჭელი სააღმზრდელო ჯგუფებისა და სამზარეულოებისთვის   ოცივე ფილიალში განახლდა,  რისთვის ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31.000 ლარი დაიხარჯა. 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ახალი ინვენტარით აღჭურვის პროცესი ორი თვის წინ დაიწყო და 2018 წლის იანვრისთვისთვის დასრულდება.

 

2017-10-06

ნავიგაცია