Image

გარემოსდაცვით სფეროში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც რუსთავში, საერთაშორისო ავტოდრომის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინიტრი გიგლა აგულაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი ძირითადად ხე-ტყისა და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაციას, ასევე სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებას შეეხო.

2016-03-29

ნავიგაცია