Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის – „ქალაქ რუსთავს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციის,  „ტურიზმი და რეალობის“  წარმომადგენლებმა რუსთავში არსებული ტურისტული რესურსების აღრიცხვის მიზნით ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინეს და ვრცლად ისაუბრეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა აქტივობებზე.

შეხვედრას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი – „ქალაქ რუსთავს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა“,  ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს რუსთავის ტურისტული რესურსების პოპულარიზაციას, ახალი, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტის შემნას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ტურისტულ ბიზნესში.

პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ „ტურიზმი და რეალობამ“  მოიკვლია როგორც ცნობილი, ისე ნაკლებად ცნობილი ტურისტული რესურები, აღრიცხა მონაცემები, რომელიც საბოლოო ანალიზის შემდეგ, განთავსდება როგორც მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, ისე სხვა   ტურისტულ ინტერნეტრესურსებზე. ასევე, იგეგმება ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირთა ტრენინგები, ტურისტული მარშრუტების შექმნა, კულტურული სპორტული, საგანმანათებლო ტურების, ტურისტული გამოფენების ორგანიზება და ელექტრონული რუკების მომზადება. ორგანიზაცია რუსთავში ტურისტული პოტენციალის განვითარების და ამ კუთხით ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით, შეიმუშავებს რეკომენდაციებსაც.

პროექტს ა(ა)იპ ტურიზმი და რეალობა“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.

 

2017-10-26

ნავიგაცია