Image

რუსთავის მერიამ დღეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე 4 წლის სოფია ლეჟავას სპეციალური გადასაადგილებელი საშუალება გადასცა.
ლეჟავების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ქალაქის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს წევრი მამუკა მიქაუტაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიო ჯიქიას სახლში ესტუმრნენ და სამედიცინო ეტლი პირადად მიიტანეს. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ოჯახის სხვა მცირეწლოვანმა ბავშვებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.
რუსთავში მცხოვრებ შშმ პირებს სამედიცინო ეტლი ქალაქის მერიამ რამდენიმე თვის წინაც გადასცა. გადასაადგილებელი საშუალებით მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 30 რუსთაველს დაეხმარა. როგორც რუსთავის მერი დავით ჯიქია აცხადებს, მსგავსი სოციალური აქციები კვლავ გაგრძელდება და რუსთავის მერია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეებს სამედიცინო ეტლებით მომავალშიც უზრუნველყოფს.

2016-03-30

ნავიგაცია