Image

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში, საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის, მეტალურგიული ქარხნის ყოფილი დირექტორის, გურამ ქაშაკაშვილის დაბადებიდან 85–ე წლისთავისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საიბულეო საღამოს თავად გურამ ქაშაკაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,  ქვემო ქართლშო სახელწმიფო რწმუნებულ – გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე, რუსთავის ახალარჩეული მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს წევრები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, მეტალურგები, გურამ ქაშაკაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოფილმა კოლეგებმა და მეგობრებმა გურამ ქაშაკაშვილს იუბილე მიულოცეს, გაიხსნეს მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის პერიოდი და ქართული მეტალურგიისა და ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა ცნობილმა მსახიობებმა: გივი სიხარულიძემ, გია ბურჯანაძემ, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "რუსთავმა", ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა: თემურ წიკლაურმა, ციური მჭედლიძემ, გოჩა ჭაბუკაიძემ და სხვა მომღერლებმა მიიღეს.

დამსახურებული მეტალურგი, ინჟინრი და მეცნიერი, გურამ ქაშაკაშვილი  1932 წლის 10 ნოემბერს, ბაღდადში დაიბადა. 1956-1958 წლებში იგი იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროს ჩამომსხმელი, ოსტატი, უბნის უფროსი; 1958-1969 წლებში – საამქროს უფროსის თანაშემწე; 1969-1979 წლებში– მარტენის საამქროს უფროსი; 1979-1983 წლებში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი; 1983-1994 წლებში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი, 1994 წლიდან სამთო მეტალურგიული კონცერნის პრეზიდენტი, 1995-1999 წლებში –  საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი.

გურამ ქაშაკაშვილი არის 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 5 მონოგრაფიის, 65 გამოგონების ავტორი. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.ა პრემია და საპატიო სიგელი.

2017-11-10

ნავიგაცია