Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ირაკლი ტაბაღუა, მერის რანგში საქმიანობას შეუდგა. ყოფილმა მერმა, დავით ჯიქიამ უფლბამოსილება დღეს ოფიციალურად გადააბარა.

მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური სამსახურების უფროსებს, ახალი მერი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა – გიორგი ბეგაძემ, პაატა მხეიძემ და ყოფილმა მერმა დავით ჯიქიამ წარუდგინეს, მათ ირაკლი ტაბაღუას არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ მიულოცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.  ხელისუფლების წარმომადგენელმა ყოფილი მერის საქმიანობის ოთწლიანი პერიოდიც შეაფასეს და დავით ჯიქიას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.

წარდგენის შემდეგ, ირაკლი ტაბაღუამ პირველი, გაცნობითი ხასიათის თათბირი გამართა და სამსახურების ხელმძღვანელებს მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გაააცნო. მან  ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და ძირითად პრიორიტეტებზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა მერიის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობასა და მომავალი წლის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის მნიშვნელობაზე.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ‘ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართვლოს“ კანდიდატი. ირაკლი ტაბაღუა რუსთავის მოსახლეობამ 2017 წლის 21 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩია. მან ამომრჩეველთა ხმების  53, 05 % მიიღო, რითაც გადალახა დადგენილი 50%–იანი ბარიერი და არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.,

ირაკლი ტაბაღუა 1974 წლის 23 აგვისტოს, დაიბადა. ჰყავს მეუღლე და 3 ვაჟი, ცხოვრობს რუსთავში. 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 1992-1995 წლებში, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, მუშაობდა სამშენებლო ფირმა „დავით აღმაშენებელში“ ბროკერად, დამამთავრებელ კურსზე კი - რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორად; 1995-1996 წლებში იყო ქ. რუსთავის მერიის ეკონომიკური რეფორმების შტაბის აღმასრულებელი მდივანი; 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, მათ შორის რუსთავში, ბათუმსა და თბილისში: გაიარა ყველა საფეხური რიგითი თანამშრომლიდან დეპარტამენტის უფროსობამდე; 2012 წლიდან ბოლო დრომდე ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა; წლების განმავლობაში გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი და სასწავლო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ;

ფოტ

2017-11-13

ნავიგაცია