Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიამ პირველი სხდომა გამართა.

სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

კომისიის წევრებმა იმსჯელეს მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლლებებზე, რაც არსებული შიდა  ეკონომიების ხარჯზე, რამდენიმე სოციალური პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს. ასევე, განიხილა მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის მიერ წამოდგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტისა და 2018 წლის მუნიციპალური პროგრამების პროექტები.

მსჯელობის შედეგად, კომისიამ დაასკვნა, რომ  ბიუჯეტის პარამეტრების დაზუსტებისა და სოციალური პროგრამების ოპტიმიზაციის მიზნით, საჭიროა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე დამატებითი მუშაობა.  გამომდინარე აქედან, კომისიის წევრებმა  მხარი დაუჭირეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან ერთად,  2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის ხელახალი განხილვის მიზნით, აღმასრულებელი ორგანოსთვის  დაბრუნების საკითხის საკრებულოს ბიუროსთვის წარდგენას.

2017-11-22

ნავიგაცია