Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარი დეპუტატი დავით მაღლაკელიძე  მე-11 მიკრო რაიონის რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნო.

მოქალაქეებმა მაჟორიტარ დეპუტატს სხვადასხვა პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართეს, მათ შორის N1 კორპუსის სადარბაზოს დაზიანებულ შესასვლელსა და ამავე მიკრო რაიონის N3  კორპუსში, სასმელი წყლის მილის ამორტიზების შედეგად, სარდაფის დატბორვასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

დავით მაღლაკელიძემ მოსახელობას აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარების პირობა მისცა ასევე, მიიღო გადაწყეტილება ერთ–ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებით დახმარებისა და ერთი მოქალაქის დასაქმების შუამდგომლობის გაწევის თაობაზე.

დღევანდელ შეხვედრას დავით მაღლაკელიძესთან ერთად, საკრებულოს წევრი გიორგი ტუხაშვილი და იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ირაკლი ლაცაბიძე ესწრებოდნენ.

 

2016-04-04

ნავიგაცია