Image

 „რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს წევრები, ასევე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა ცენტრის აღსაზრდელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და მათი მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრნენ.
რუსთავის შშმ პირთა ცენტრში, რომელსაც მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს, ინკლუზიურ განათლებას 149 ბენეფიციარი იღებს.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით,1992 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას და მათი უფლებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

 

2017-12-03

ნავიგაცია