Image

რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება.  შიო არაგვისპირელის ქუჩაზე, ტურგენევის ქუჩის გასასვლელებისა და ტაბიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, სანიაღვრე ქსელები ეწყობა და ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გზის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება გომელაურის, ფიროსმანის, მშენებელთა, დავით გარეჯის, რუსთაველის, მაიაკოვსკისა და სარაჯიშვილის ქუჩების შიდა ეზოებში. აღნიშნულ მისამართებზე ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელები და ტროტუარები ეწყობა, მიმდინარეობს გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი და ტერიტორიის მომზადება ასფალტის დასაგებად.

პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის თოდრიას ქუჩის #3, XXI მიკრორაიონის #9, თბილისის ქუჩის #14 და #16 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, ხოლო სანაპიროს, ლერმონტოვის, გურამიშვილის, შევჩენკოს ქუჩებზე და თოდრიას პირველი ჩიხის #4 საცხოვრებელი შენობასთან, გზის საფარის ორმული დამუშავება მიმდინარეობს.

აქტიურ ფაზაშია ცურტაველის ქუჩაზე, #10 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობაც. ამ ეტაპზე, შენობის ორივე სართულის მოპირკეთებისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

2017 წელს, რუსთავში, ჯამში, 11, 5 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. 

2017-12-04

ნავიგაცია