Image

რუსთვის საახალწლოდ ქალაქის გაფორმება გრძელდება. მერიის შენობის წინ, უკვე დამონტაჟდა ნაძვის ხე, რომელიც ძველთან ერთად, წელს ახალი დეკორატიული ფიგურებითა და სანათებით მოირთვება.

სადღესასწაულო სანათები, აქსესუარები და ილუმინაციები რუსთავის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდზე, ქუჩებსა და სკვერებში დამონტაჟდება. საახალწლოდ განათდება ჭყონდიდელის დასახლებაც. 
სამუშაოები, რომელსაც რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა" ასრულებს, 15 დეკემბრამდე დასრულდება.

2017-12-08

ნავიგაცია