Image

რუსთავის მერიის 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქის ძველ უბანში, 16 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს რეაბილიტაცია დაიწყება.
პროექტის მიხედვით, კოსტავას გამზირის #22, 24, 26, 28, 30, 32, 34, 36 და დონეცკელ მეტალურგების ქუჩის #3, 5, 7, 9, 11, 13, 15, 17 ბინების ეზოებში სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და დაიგება ასფალტ–ბეტონის საფარი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,როუდ სოლუშენსი’’ შეასრულებს. ეზოების კეთილმოწყობისთვის 407 775 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
უბნის მოსახლეობას დღეს რუსთავის მერი დავით ჯიქია შეხვდა და 2016 წელს ქალაქის მასშტაბით დაგეგმილი პროექტების გააცნო.
დღესვე, ქალაქის მერმა კოსტავას გამზირის #24 საცხოვრებელ კორპუსთან განახლებული მინი ფეხბურთის მოედანი დაათვალიერა

2016-04-05

ნავიგაცია