Image

რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში, დღეს პოეზიის საღამო „ჩვენ რუსთაველი პოეტი ქალები“ გაიმართა.

ღონისძიებას სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ამირან ჯანჯღავა ესწრებოდნენ.

რუსთაველმა პოეტმა ქალბატონებმა დამსწრეებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს და ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების დასასრულს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ სიტყვით მიმართეს და შემოქმედებით მოღვაწეობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიების მონაწილე პოეტებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

პოეზიის საღამო ა(ა)იპ ,,რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების’’ ორგანიზებითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

2017-12-08

ნავიგაცია