Image

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში რუსთაველი მხატვრის, მალხაზ დათუკიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ორ დღეს გასტანს.
ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქალაქის მერის მოადგილეები - ნოდარ შეროზია და ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა მალხაზ დათუკიშვილს მიულოცეს პერსონალური გამოფენა, შემოქმედებით საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვეს და საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

2016-02-17

ნავიგაცია