Image

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში რუსთაველ ვეტერან და მოქმედ მოჭიდავეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წევრებმა და სპორტსმენებმა ქვემო ქართლის რეგიონში ჭიდაობის განვითარების მხრივ არსებული პრობლემებისა და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელსა და რუსთავის საპატიო მოქალაქეს, პეტრე ჯაოშვილს, ქვემო ქართლის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა სპორტის აღნიშნულ სახეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

2016-04-08

ნავიგაცია