Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ  გიორგი ბეგაძესთან ერთად, დღეს  ქალაქის #8 საჯარო სკოლაში, ახალი წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დამდეგი დღესასწაული მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.

დღესვე, ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით იშხნელსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, კერძო სკოლა ,,მილენიუმს ეწვია. ქალაქის მერი საახალწლო საღამოს დაესწრო და სკოლის პედაგოგეგბს და  მოსწავლეებს მოახლოებული შობა–ახალი წელი  პირადად მიულოცა.

 

2017-12-28

ნავიგაცია