Image

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა  რუსთავში მცხოვრებ რამდენიმე ღვაწლმოსილ ადამიანს  დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის პირველი პირები უხუცეს პედაგოგ ნელი ღამბაშიძეს, მშენებელ-ინჟინერ თარაშ ესიავას, ვეტერან კალათბურთელ კარლო ნაჭყებიას, მწვრთნელ ვახტანგ ლობჟანიძეს, მხატვარ ამირან ივანიძეს, მუსიკის პედაგოგ სირანუშ არუთინოვას, მსახიობ ნათელა მუხულიშვილს, ქიმიკოს შაქრო ჩალაძეს, ექიმ იამზე ცერცვაძეს, მეეზოვე მანანა ყალადაშვილსა და სოსო ხურციძეს, ინჟინერ გივი ჭიპაშვილსა და მოსამართლე ჟუჟუნა გურგენიძეს სახლში ესტუმრნენ და საახალწლო ნობათი გადასცეს. 

დღესვე, ქალაქის მერი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა მხეიძესთან ერთად, მუნიციპალურ მოხუცთა სახლ „ქსეონონს“  ესტუმრა, იქ მცხოვრებ ხანდაზმულებს  დამდეგი დღესასწაული მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის მერიის საახალწლო ნობათი, 3000-ზე მეტმა ბენეფიციარმა, მათ შორის სოციალურად დაუცველმა და მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირთა დღის ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა და მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონში’’ მცხოვრებმა მოხუცებმა მიიღეს.

 

 

2017-12-29

ნავიგაცია