Image

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარი თავდასხმისას დაშავებული რუსთაველი პოლიციელი, მიხეილ ბოკელავაძე მოინახულა.

ქალაქის მერი მიხეილ ბოკელავაძეს, სახლში,  რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსთან, თამაზ მეშველაშვილთან ერთად ესტუმრა, მას და მის ოჯახის წევრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი მიუტანა.

პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა 3 კვირის წინ მოხდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

 

2017-12-30

ნავიგაცია