Image

რუსთავში, საახალწლო პროგრამის ფარგლებში, მრავალფეროვანი ღონისძიებები მიმდინარეობს. ქალაქის მთავარ მოედანზე სადღესასწაულო დეკორაციებითა და ილუმინაციებით მორთულ „საახალწლო სოფელში“, ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კონცერტები, საცირკო წარმოდგენები, ილუზიონისტების შოუ და სხვა გასართობი ღონისძიებები 29 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„საახალწლო სოფელში მისულ პატარებს სხვადასხვა ზღაპრის გმირთან  და სანტა კლაუსთან შეხვედრა, საჩუქრები და საზეიმო განწყობა ელით.  ტერიტორიაზე მოწყობილია Photo bus  კაბინაც, სადაც  შესაძლებელია მომენტალური სამახსოვრო ფოტოების უფასოდ გადაღება.

სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, 29 დეკემბერს, რუსთაველების წინაშე უკვე  წარდგნენ  ფოლკლორული ანსამბლები: „თუთარჩელა“, „ფიროსმანი“,„მე რუსთველი“ , „სალხინო“დღეს, 20 :00 საათზე კი მათ მუსიკალური ბენდების -  „გროს ოქტეტისა“ და ‘’Menzura”-ს კონცერტი ელით.

31 დეკემბერს 21:00 საათზე, "საახალწლო სოფელში" დაიწყება გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ლაშა ბერიძე, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, ანანო მჟავია, თემურ თათარაშვილი, დათო ნეფარიძე და „პანჩო“ მიიღებენ.

ღონისძიებების ორგანიზატორი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრია“.

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, 1-ელ და 2 იანვარს, საქალაქო ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. ამასთან, 31 დეკემბერს, 20:00 საათის ნაცვლად, ავტობუსები 23:00 საათამდე იმოძრავებენ. 

 

 

 

 

2017-12-31

ნავიგაცია