Image

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში, დღეს, ცნობილი ფრანგი მწერლის, შარლ პეროს ზღაპრის თანამედროვე ინტერპრეტაციით დადგმული სპექტაკლი -  „კონკია და ჯადოსნური ღამე“ გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორი გურამ ბრეგაძეა, ხოლო მუსიკალური გაფორმება ზურაბ ინგოროყვას ეკუთვნის. 
საახალწლო წარმოდგენას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შვილთან ერთად, ასევე რუსთაველი პატარები და მათი მშობლები დაესწრნენ. 
სპექტაკლზე დასწრება სხვადასხვა სოციალური კატეგორიის, მათ შორის, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძებლობის მქონე ბავშვებისთვის უფასოა. მათ მერიისგან საახალწლო საჩუქრებიც გადაეცემათ. 
საახალწლო წარმოდგენა მუნიციპალურ თეატრში 5 იანვრის ჩათვლით, დღეში ორ სეანსად - 12:00 და 14:00 საათზე ჩატარდება.


2018-01-02

ნავიგაცია