Image

რუსთავში ძლიერი ქარის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფის'' თანამშრომლები ახორციელებენ.

ქალაქში არსებულ სიტუაციას, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და პირადად მიიღო მონაწილეობა სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის პროცესში.

ქარიშხალმა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსისა და მე-12 მიკრორაიონში მდებარე ,,ენერგო-პროს’’ შენობის ქვესადგურის სახურავი, ბუნებრივი აირის მილები, ბილბორდები და საახალწლო განათებები დააზიანა. ქარმა რამდენიმე მისამართზე სახურავების პარაპეტები და ხეებიც მოგლიჯა.

ამ დროისთვის, რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე მოსახლეობიდან რამდენიმე ათეული შეტყობინებაა შესული. ქარიშხლით მიყენებულ ზარალს მერიაში მოქმედი სპეციალური კომისია დაითვლის.

2018-01-10

ნავიგაცია