Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მერის მოადგილე დავით კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის იმ პროგრამის შესახებ ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც, რუსთავის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. მხარეებმა ამ პროცესში თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის მონაწილეობის აუცილებლობაზე გაამახვილეს აქცენტი.

რუსთავის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის პროგრამასთან- ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, სამუშაო ადგილების შექმნის, კერძო სექტორისა და ეკონომიკის განვითარების საკითხებში. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. პროგრამა 2017 წლის იანვარში დაიწყი და 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

2018-01-18

ნავიგაცია