ქალაქ რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევი კონკურსი

კონკურსის პირობები

1.კონკურსის მიზანი

1.1. კონკურისის მიზანი არის ქალაქ რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს საუკეთესო პროექტის შერჩევად გამარჯვებული პროექტის გამოვლენა

2.ზოგადიკრიტერიუმები

2.1.კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრი“.

2.2.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს16- დან 35წლამდე, გარდა საკონკურსოკომისიის წევრებისა

2.3.კონკურსი ტარდება ერთ ტურად

2.4.კონკურსის სამუშაო ენაა ქართული

2.5.კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში

2.6.კონკურსთან დაკავშირებით, ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციას იძლევა კონკურსის კოორდინატორი მამუკა ჯახუა საკონტაქტო ნომერი - 593 62 66 46

3.კონკურსის პირობები

3.1.ლოგოს პროექტის შესრულება დასაშვებია მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით

3.2.კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს საკონკურსო პროექტის ელექტრონული ვერსია, რომელსაც უნდა დაერთოს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება, ელექტრონულ ფოსტაზე: rustavi70@rustavi.gov.ge გამოგზავნისას სათაურის ველში უნდა მიეთითოს კონკურსის დასახელება და ავტორის/ავტორების სახელი/სახელები და გვარი/გვარები;

3.4.წარმოდგენილი პროექტი დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პრინციპებს

ა)უნდა იყოს ორიგინალური/ანალოგის არმქონე;

ბ)შინაარსობრივად ლოგო უნდა იყოს ადვილად აღქმადი და დასამახსოვრებელი, მასში უნდა იყოს გამოყენებული რიცხვი 70.

გ)მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე, მაგალითად: სავიზიტო ბარათზე, კალამზე, ვებ-გვერდზე და ა.შ. უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, როგორც მცირე (სულმცირე 2X2სმ), ასევე ფართო მასშტაბით.

დ)ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი, შესაძლებელი უნდაიყოს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით, მათ შორის ვიდეოწარმოებაში.

ე)დამკვეთი იტოვებს უფლებას კონკურსში გამარჯვებული ლოგოს ფერებში შეიტანოს ცვლილებები შემსრულებელთან შეთანხმებით.

ვ)თავდაპირველად მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი JPEG და PNG ფაილის სახით, შემდგომ კი ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში.

4.კონკურსის ჩატარების ვადები

4.1.კონკურსის გამოცხადება- 2018 წლის 26 იანვარს

4.2.საკონკურსო პროექტების ელექტრონული ვერსიის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 10 თებერვალი;

5.გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული კონკურსის პრემია

5.1.კონკურსის გამარჯვებულისთვის დაწესებულია პრემია - 1000 ლარი;

6.კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

6.1.გამარჯვებული პროექტი გადადის კონკურსის ორგანიზატორის საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით,ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.

7.კონკურსის შედეგების გამოცხადება

7.1.კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2018 წლის15 თებერვალს

7.2.კონკურსის შედეგების გამოცხადებისთანავე გაიმართება გამარჯვებული კონკურსანტის დაჯილდოება.

2018-01-26

ნავიგაცია