Image

ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები დღეისთვის, ქალაქის გასასვლელთან, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, მესხიშვილის ქუჩის მეორე გასასვლელსა და მე-16 მიკრორაიონში მიმდინარეობს.

აღნიშნულ ლოკაციებზე უკვე დამონტაჟდა გარე განათების 18 ბოძი. სამუშაოების ფარგლებში, ელექტროგადამცემი ბოძები და ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათები დამონტაჟდება ყაზბეგის, გორის, დუმბაძის, დონეცკელ მეტალურგთა და ბოსტან-ქალაქის ქუჩებზეც.

ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს. გარე განათების ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.

2018-01-30

ნავიგაცია