Image

რუსთავის მერმა მოქალაქეთა მორიგი მიღება ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში გამართა.

ირაკლი ტაბაღუამ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსთაველების პრობლემები მოისმინა და უფლებამოსილების ფარგლებში მხარდაჭერას დაჰპირდა.

შეხვედრას მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოში ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კვარაცხელია დაესწრნენ.

მერის ინიციატივით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოსახლეობასთან, რეგულარულად, ადმინისტრაციული ერთეულების ოფისებში ეწყობა. მოქალაქეებს მერთან მიღებაზე ჩაწერა, როგორც მერიის მოქალაქეთა მიღების განყოფილებაში, ასევე ტერიტორიული ერთეულების ოფისებშიც შეუძლიათ.

2018-02-06

ნავიგაცია