Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გრიგოლ ვეფხვაძესთან ერთად, რუსთაველ მხატვარ გიორგი ჩაჩანიძეს სახელოსნოში ესტუმრნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხატვრის ნამუშევრები დაათვალიერეს და ახალგაზრდა ხელოვანს შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

გასულ კვირაში, ქალაქის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, გიორგი ჩაჩანიძის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა სახელწოდებით - ,,ტეტრისი’’ გაიმართა. გამოფენაზე მხატვრის 25-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

 

2018-02-06

ნავიგაცია