Image

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, გუბერნატორის მოადგილეები, კახა კობერიძე და ზაურ დარგალი სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორ ქეთევან მახარაშვილს შეხვდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ქეთევან მახარაშვილმა სკოლის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა. სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებაა. სკოლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონები.

 

2018-02-13

ნავიგაცია