Image

დასრულდა რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს საუკეთესო პროექტის შესარჩევად მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი.

კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი 34 ნამუშევარი ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობის ფოიეში გამოიფინა. რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევი კონკურსი 25 იანვარს დაიწყო და 10 თებერვალს დასრულდა. კონკურსის შედეგები 15 თებერვალს გამოცხადდება.

გამარჯვებულ პროექტს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჟიური დაასახელებს. საუკეთესო ლოგოს ავტორი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

2018-02-13

ნავიგაცია