Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის  საკრებულომ, დღეს,  რიგგარეშე მეშვიდე სხდომა გამართა.

სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე,  ლევან ონიანი ხელმძღვანელობდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს, მათ შორის, მხარი დაუჭირეს რეორგნიზაციის შედეგად დაფუძნებული, ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“, 2018 წლის პროგრამის დამტკიცებასა და ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ 2018 წლის პროგრამაში ცვლილების შეტანის საკითხს.

დღის წესრიგით წარმოდგენილი ყველა საკითხი, რომელიც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა, წინასწარ განიხილეს საკრებულოს ბიურომ და საკრებულოს შესაბამისმა კომისიებმა.

2018-02-13

ნავიგაცია