Image

ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების სახურავები დააზიანა. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო რუსთავის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ დროისთვის მერიის ცხელ ხაზზე 15-მდე მისამართიდან არის შემოსული შეტყობინება. განსაკუთრებული ზარალი ძველ რუსთავს მიადგა, სადაც ქარიშხალმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი პრაქტიკულად მთლიანად ახადა.
სტიქიით დაზიანებული დავით გარეჯის #1 და 9 მაისის #7 საცხოვრებელი კორპუსები რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მისი განცხადებით, დღის ბოლომდე შემოწმდება ყველა დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, რის შემდეგაც მოხდება სახურავების შეკეთება.

2016-02-18

ნავიგაცია