Image

რუსთავის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ექვს რუსთაველ მოქალაქეს სამედიცინო ეტლი გადასცა. სამ მათგანს ქალაქის მერი დავით ჯიქია სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დავით ჩაჩხიანთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სახლში ესტუმრა და გადასაადგილებელი საშუალება პირადად მიუტანა.

როგორც ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ განაცხადა, მსგავსი სოციალური აქციები კვლავ გაგრძელდება და რუსთავის მერია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეებს სამედიცინო ეტლებით დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, მომავალშიც უზრუნველყოფს.

2016-04-14

ნავიგაცია