Image

რუსთავის მერმა მოქალაქეთა მორიგი მიღება ილია ჭავჭავაძის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში გამართა.

ირაკლი ტაბაღუამ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსთაველების პრობლემები მოისმინა და მათ მოგვარებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.

შეხვედრას საკრებულოში ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ვეფხვაძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მერის ინიციატივით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულების ოფისებში რეგულარულად ეწყობა. მოქალაქეებს მერთან მიღებაზე ჩაწერა, როგორც მერიის მოქალაქეთა მიღების განყოფილებაში, ასევე ტერიტორიული ერთეულების ოფისებშიც შეუძლიათ.

2018-03-10

ნავიგაცია