Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა კომპანია „ფლექსო ფუდის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

კომპანიის დირექტორმა ავთანდილ ბოსტოღანაშვილმა ქალაქის მერს კომპანიის საქმიანობა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ფლექსო ფუდი“ დაკავებულია სადისტრიბუციო საქმიანობით. კომპანია ხორცპროდუქტების მწარმოებლებს კონცენტრატებს, არომატიზატორებს, საკვებ დანამატებსა და შესაფუთ მასალებს აწვდის, ასევე უზრუნველყოფს მათ ახალი ტექნოლოგიებითა და სპეციალისტების გადამზადებით.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, კომპანიის ხელმძღვანელობა რუსთავში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას და ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობას გეგმავს.

2018-03-12

ნავიგაცია