Image

რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიხსნა კალათბურთში.

ტურნირის საზეიმო გახსნას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სპორტსმენები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. ქალაქის მერმა შეჯიბრის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ტურნირი მეშვიდედ ტარდება და მასში მონაწილეობას 2006-2007 წლებში დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებული 8 გუნდი იღებს.

სპორტული ასპარეზობა15 მარტს დასრულდება. გამარჯვებულ გუნდს ოთარ ხმელიძის სახელობის თასი გადაეცემა, საპრიზო ადგილების მფლობელები კი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

2002 წელს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ოთარ ხმელიძეს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭა, რამდენჯერმე იყო ქართული „ოლსტარის“ გუნდის მწვრთნელი, დასახელებულია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად და მიღებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სიგელი, ხუან ანტონიო სამარანჩის ხელმოწერით. ოთარ ხმელიძე რუსთავის საპატიო მოქალაქეა, დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

2018-03-12

ნავიგაცია