Image

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოადგილე დავით კეკელიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, #25 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი დაათვალიერა, სადაც რამდენიმე დღეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

ქალაქის მერი სკოლის დირექციასაც შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში, #25 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტანვარჯიშის დარბაზი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ცენტრალური გათბობისა და სავენტილაციო სისტემებით, გარემონტდება სველი წერტილები. სპორტული დარბაზი აღიჭურვება თანამედროვე სავარჯიშო მოწყობილობებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ტენდექსი’’ შეასრულებს. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 85 000 ათასი ლარია.

პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2018 წელს, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან, ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 12 მლნ ლარი დაიხარჯება.

 

 

2018-03-13

ნავიგაცია