Image

საერთაშორისო ორგანიზაცია ‘’CISV საქართველოს’’ ინიციატივით, რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში ღია კარის დღე მოეწყო.

შეხვედრაზე ‘’CISV საქართველოს’’ წარმომადგენლებმა სტუმრებს ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნეს, ისაუბრეს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისას მიღებული გამოცდილების შესახებაც.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრო. ‘’CISV საქართველოს’’ ინიციატივითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ივლისში, რუსთავის სკაუტურ ცენტრში საერთაშორისო ბანაკი გაიხსნება.

2018-03-13

ნავიგაცია