Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ პროგრამის მენეჯერებს ანზორ მეგრელიშვილსა და გიგა გლუნჩაძეს შეხვდა.

შეხვედრა აღნიშნული ორგანიზაციის სოციალური პროექტის - ,,განავითარე შენი რეგიონი’’ ფარგლებში გაიმართა.

სტუმრებმა ქალაქის მერს იმ პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ ახორციელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდებისთვის ბანაკებს აწყობს, რათა მათ საშუალება მიეცეთ, თავიანთი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინონ.

პროექტ -,,განავითარე შენი რეგიონის’’ ფარგლებში, რამდენიმე რუსთაველი ახალგაზრდა მაისში დაგეგმილ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

გაცნობითი ხასიათის მსგავსს შეხვედრებს „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ წარმომადგენლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გამართავენ.

2018-03-14

ნავიგაცია