Image

ევროკავშირის მიერ ინიცირებული პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რუსთავის მერიაში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, მერიის სამსახურების წარმომადგენლები და ინოვაციის ჰაბის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი დამსწრე საზოგადოებისთვის ქალაქ რუსთავის ეკონომიკური განვითარების ხედვის გაცნობა იყო.

რუსთავის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის პროგრამასთან - ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. პროექტის ფარგლებში, რუსთავის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.

ევროკავშირის პროგრამა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, სამუშაო ადგილების შექმნის, კერძო სექტორისა და ეკონომიკის განვითარების საკითხებში.

პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. პროგრამა 2017 წლის იანვარში დაიწყი და 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

2018-03-14

ნავიგაცია