Image

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ინიციატივით, #14 საჯარო სკოლაში, ა(ა)იპ ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების’’ თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა რუსთავის საბავშვო ბაღების დამხმარე პერსონალს სპეციალური სიგელები და საჩუქრები გადასცეს.

2018-03-14

ნავიგაცია