Image

25 მარტს, 11:00 და 15:00 საათზე, რუსთავის მერიაში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრას გამართავენ თემაზე - ,,ინტერნეტი განვითარებისთვის’’.

შეხვედრაზე რუსთაველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, მეტი ინფორმაცია მიიღონ Facebook-ის, Google-ის, Booking.com-ის, Ebay-ის და სხვა საერთაშორისო პლატფორმების შესახებ, რაც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.

შეხვედრის დასასრულს, მეწარმეები ელექტრონული კომერციის ტრენინგის უფასო ვაუჩერებსაც მიიღებენ.

გთხოვთ, მობრძანდეთ თქვენთვის სასურველ დროს!

2018-03-23

ნავიგაცია