Image

ქალაქის მერის, ირაკლია ტაბაღუას მხარდაჭერით, ინოვაციების ჰაბმა ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც რუსთაველი მოსწავლეებისთვის მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის გაცნობას ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერიას დღეს, #16 საჯარო სკოლის X და XI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. 
მოზარდები მერის მოადგილეს, დავით კეკელიძეს შეხვდნენ, გაეცნენ აპარატის მუშაობისა და მოქალაქეთა მომსახურების პროცესს.

ინოვაციების ჰაბის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერიის სამსახურების მუშაობის სპეციფიკას, ეტაპობრივად, ქალაქის სხვა საჯარო სკოლების უფროსკლასელებიც გაეცნობიან. 
ახლო მომავალში კი, ინოვაციების ჰაბი რუსთაველ მოსწავლეებს ადგილობრივი საწარმოებში პროდუქციის წარმოების პროცესის გაცნობის შესაძლებლობასაც მისცემს. 
ინოვაციური სერვისების ჰაბი რუსთავის მერიაში, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტის მიზანი მოქალაქეთა მომსახურების ხარისხისა და მიწოდების სისტემის გაუმჯობესებაა.

2018-04-03

ნავიგაცია