Image

საერთაშორისო სპორტული ბრენდის ,,NIKE”-ის სარეკლამო რგოლის გადაღების გამო,12 აპრილს, 06:00-დან 10:00 საათამდე, საგზაო მოძრაობისთვის გადაკეტილი იქნება ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მარჯვენა ზოლი, ასევე მერაბ კოსტავას გამზირის ნაწილი.

სარეკლამო რგოლის გადაღებას საქართველოში უკრაინული ვიდეო წარმოების კომპანია ‘’Radioaktivefilm’’ აწარმოებს.

პროექტი   საერთაშორისო ,,NIKE”-ის დაკვეთაა. კლიპის დამკვეთი  საქართველოში ამსტერდამიდან ჩამოდის, გადამღები ჯგუფის ნაწილი კი ლონდონიდან, რეჟისორი ლოს-აჯელესიდან, ჯგუფის მეორე ნაწილი კი - უკრაინიდან. სარეკლამო რგოლის კონცეფციაზე მომუშავე კრეატიული სააგენტო ამსტერდამიდან არის.

ვიდეო რგოლი დამზადების შემდეგ  მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში,  ასევე  სოციალური ქსელის მეშვეობით, მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება.

ვიდეო რგოლი შეიცავს მარათონის სცენას, რომლის ლოკაციადაც  მოიაზრება  ქალაქი რუსთავი, კერძოდ ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მარჯვენა საგზაო ზოლი, ასევე მერაბ კოსტავას გამზირის ნაწილი.

2018-04-11

ნავიგაცია